. ხვალ, 17 თებერვალს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივლენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, პარტიების წარმომადგენლები ზურაბ ხარატიშვილს საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ 12 პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში იღებს მონაწილეობას. რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ უკვე გამოაქვეყნა სიების ერთკვირიანი მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სიებში ბევრი უზუსტობაა.