პოლიტიკური გაერთიანების "ჩვენ თვითონ" ლიდერი პაატა დავითაია მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვს.
როგორც დავითაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოსთხოვოს, რომ მხარეებს შორის ფრენების აღდგენა არ დაუშვას.
"ეს არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა ", - განაცხადა დავითაიამ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნული საკითხის დაყენებას ევროსაბჭოშიც აპირებს.