ხვალ, 16 თებერვალს, 09:00 სათზე ტაეკვონდოში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება და ორ დღეს გაგრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს", ტაეკვონდოს ფედერაციდან აცნობეს, ჩემპიონატს ამჯერად თბილისი უმასპინძლებს და საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პატრონაჟით ჩატარდება.
ბრძოლაში მონაწილეობას ყველა წონის წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სპორსმენები, როგორც ბიჭები, ასევე გოგოები მიიღებენ.
სპორტული ღონისძიება სპორტულ დარბაზ "შრომით რეზერვებში" გაიმართება, რომელიც დადიანის ქუჩა 134 ნომერში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები