რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ველორბოლაში საერთო რუსული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატის სხვა და სხვა ეტაპები 16 და 17 თებერვალს ბიჭვინთაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღებენ რუსული გუნდები "კატიუშა" და "რუსი" ასევე რუსეთის რეგიონებისა და ყაზახეთის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ გაგრის რაიონის ტერიორიაზე ამგვარი შეჯიბრებები 2011 წლიდან ტარდება.