ხვალ, 16 თებერვალს, გაიმართება საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ყრილობა, რომელიც ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში. მერაბ კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი (სააკაძის მოედანი).
დღის წესრიგი: 1. ანგარიში გასული მუშაობის შესახებ. 2.ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტების, გამგეობის და სარევიზიო კომისიის არჩევნები
ყრილობას დაესწრება: გარდა ჩვენი სახელოვანი მოცურავეებისა და მწვრთნელებისა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ხრიდოლის აკადემია, საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი, ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების კავშირი, კლუბი "გიორგი", გინესის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა და სხვ.
აჟღერდება კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ ფედერაციისათვის სპეციალურად დაწერილი ჰიმნი.