ხვალ, 17 თებერვალს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქსტატიდან" აცნობეს, სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, რომელიც ამავდროულად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორი იქნება.
ამასთან, პირველივე სხდომაზე საბჭოს წევრები "საქსტატის" მომავალ სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. საბჭოზე განხილულ იქნება საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2010 წლის სახელმწიფო პროგრამაც.
"საქსტატის" საბჭოს წევრები არიან: ბაბუნაშვილი ამირანი, მეგრელიშვილი ვახტანგი, ნადარეიშვილი ვაჟა, ჯანდიერი გია, ჭელიძე ზაზა, ასევე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე და ეროვნული ბანკის ვიცე_პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭოს პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყება.