თბილისის მოსახლეობისთვის წყლის დავალიანების რესტრუქტურიზაციაა მოხდება.
მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ, 2010 წლის კამპანიას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის მერიასთან ერთად განახორციელებს.
თბილისელებისთვის წყლის დავალიანების რესტრუქტურიზაცია 22 თებერვალს დაიწყება და მაისის ბოლომდე გასტანს.
აქციის პირობების მიხედვით, 2010 წლამდე დაგროვილი დავალიანების 50%-ის გადახდის შემთხვევში, კომპანია აბონენტებს დარჩენილ თანხას მთლიანად ჩამოაწერს. ამასთან, ინდივიდუალურად განიხილავს დავალიანების წარმოშობის განსაკუთრებულ შემთხვევებს.
სოციალურად დაუცველ იმ მარტოხელა პენსიონერებს კი, რომელთაც არ ერიცხებათ დავალიანება ან აქციის მონაწილეები არიან, კომპანიის ტექნიკური პერსონალი უფასოდ მოემსახურება _ შეუკეთებს დაზიანებულ სანიტარულ ტექნიკას ან დაეხმარება ახლის დამონტაჟებაში.
ასევე, აქციის ფარგლებში თბილისის მოსახლეობისთვის გაიცემა რეკომენდაციები წყლის რაციონალურად ხარჯვასთან დაკავშირებით და მოხდება ინფორმაციის მიწოდება სასმელი წყლის მაღალი ხარისხის შესახებ.
ამასთან ერთად, კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის და აქციის მონაწილეებისთვის გათამაშდება პრიზები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულისს პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის ქუჩებზე გრანდიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. იცვლება 70 კილომეტრის სიგრძის წყალსადების ქსელი. რეაბილიტაციაში ჩადებული ინვესტიცია 10 მილიონ ლარს აღემატება.