თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატ ნიკა ივანიშვილს ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს.
"ეს ეჭვი განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს. უმცირესობის ერთ ნაწილს მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარება სურს, რასაც ოპოზიციის მეორე ნაწილი არ ეთანხმება. მესამე ნაწილი კი, საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას", - განუცხადა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, თუკი ოპოზიცია თბილისის მერობის ერთი კანდიდატზე ჩამოყალიბდება და ის საზოგადოებაში რეიტინგული ფიგურა იქნება, არ არის გამორიცხული მის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურაც მოხსნას.
"თუ ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს, მას შევუერთდები და თუკი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმება მოხდება, შეიძლება მასაც დავეთანხმო", - განმარტა ივანიშვილმა.