საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებები გაზაფხულზე გაფორმდება.
ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლეგალურ მიგრაციას. ქართულმა მხარემ საქართველოში მიგრაციის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.Gგანხილული იყო, ასევე, "პარტნიორობა მობილურობისთვის" ფარგლებში თანამშრომლობის გეგმა. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ქვეყნის მიგრაციის პროფილი, სადაც განსაზღვრული იქნება მიგრაციის ნაკადები, პროგრამები, წინადადებები ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. შევათანხმეთ ის სამოქმედო გეგმაც, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა განვითარდება. შემდგომი ეტაპი იქნება ფორმალური შეხვედრა დელეგაციებს შორის, რომელზეც კონკრეტულ პროექტებს განვიხილავთ", - განაცხადა თამარ ვერუჩაშვილმა.