უკრაინის უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო საკუთარ თავს "პატარა ჯარისკაცს" ადარებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იგი მარტო ცდილობდა უკრაინაში ევროპული იდეალების განვითარებას.
"მე ვიყავი ის პატარა ჯარისკაცი, რომელიც ცდილობდა უკრაინა დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოდ ექცია", - განაცხადა ვიქტორ იუშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ 14 თებერვალს, ოფიციალურად აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება.