შს სამინისტრო უზრუნველყოფს პრეზიდენტის უსაფრთხო გადაადგილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
"საპატრულო პოლიციისა და მთავარი სამმართველოს თანამშროლები სრულად არიან მობილიზებულები და ისინი უზრუნვეყოფენ პრეზიდენტის უსაფრთხო გადაადგილებას. გაკებულია კორდონი, რათა აქციის მონაწილეებს არ მიეცეთ პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება", - განაცხადა გიორგობიანმა.