3 სექტემბერს დილით, რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონის სოფელ პრობუჟდენიეში რუს სამხედრო პირზე თავდასხმა მოხდა. სამხედრო მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილი პირი გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას 2024 წლის 8 ივლისს კიევში მდებარე „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა კერძო სახლთან და სამხედრო პირს ესროლა. მას ორი ტყვია მოხვდა - ერთი სხეულზე, მეორე სახის არეში. დაიჭრა სამხედრო პირის მძღოლიც, თუმცა მან გაქცევა და დამალვა შეძლო, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
დაჭრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი სპეციალური ბორტით მოსკოვში გადაყვანა იგეგმება
უკრაინული მედია წერს, რომ 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ნიკოლაი ვარპახოვიჩს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, 2024 წლის 8 ივლისს კიევში „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება სწორედ ვარპახოვიჩმა გასცა.სარატოვის ოლქში რუს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმა განხორციელდა