ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა.
"როდესაც ივლისში პირველად მიუვიდა წერილი, პრიველ პუნქტად აღნიშნული იყო დიტო ჩუბინიძე, მათ შორის. დიტო ჩუბინიძის გვარის არსებობა აინტერესებდა, თუ რატომ იყო მაინცდამაინც ის, როცა სხვა ადამიანებიც, ვინც მასზე დადებითად საუბრობდა. როდესაც დააკავშირა ფაქტები, გაახსენდა, რომ 12 თებერვალს სტატია შეგზავნილ იქნა, სადაც იყო იმ კითხვების თაობაზე... ამ შემთხვევაში დააკავშირა ინფორმაცია და რამოდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო, რომ ის რესპოდენტი, აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ და ამიტომაც სხვა დეტალებით საჯაროდ გამოიტანა და საჯაროდ დასვა კითხვაც. თვითმკვლელობებეზე, რაც ირაკლის ჰქონდა საჯარო განცხადებაში, მაგაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუ თვითონ ჩათვლის რაიმეს კიდევ საჯაროდ, იტყვის, მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ", - თქვა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.