"ქრისტიან-დემოკრატიულმა" პარტიამ სამეგრელოს რაიონში შეხვედრები დაასრულა. ბოლო შეხვედრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახლვლედიანმა მოსახლეობასთან გამართა. საუბრის თემა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პრობლემები იყო.
ახვლედიანის განცხადებით, მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა - სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის არარსებობაა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას მოუწოდებენ ყურადღება მიაქციოს მოსახლეობის მსგავს პრობლემებს.