ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოფილი პოლიტპატიმრები აქციას მართავენ. როგორც ჟურნალისტებთან აქციის მონაწილეები აცხადებენ მიხეილ სააკაშვილი ვადაგასული პრეზიდენტია და მას უფლება არ აქვს მიმართოს საზოგადოებას.
ყოფილი პოლიტპატიმრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და საჯარო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მისვლას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის ნაცვლად საჯარო ბიბლიოთეკიდან წარსდგება.