"ავერსის" კლინიკაში გაფორმდა შეთანხმება დახმარების მემორანდუმის გაგრძელების თაობაზე საქველმოქმედო ფონდ "ავერსსა" და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს შორის.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსმა" განაახლა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.
მემორანდუმი პირველად 2009 წელს 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 427 944 ლარის სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 179 442 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია "ავერსის" პრიორიტეტი იქნება.