რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხინთბამ შეხვედრები მოსკოვში არსებულ აფხაზეთის ე.წ. სელჩოში გამართა და ე.წ. ელჩს შეხვდა.
"შეხვედრისას აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს მუშაობის კოორდინაციის საკითხი განიხილეს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მაღივე ინფორმაციით, ხინთბა მოსკოვში დაესწრო აფხაზეთის სახალხო არტისტის ალისა გიცბას კონცერტს და ასევე დაესწრება ასევე აფხაზეთის სახალხო არტისტის ხიბლა გერძმავას კონცერტს.