ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც კი განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ეს საკითხი - ერგნეთის ბაზრის გახსნის თემა, რომელზეც ასე აქტიურად საუბრობს ქართული მხარე , სამხრეთ ოსეთში საერთოდ არ განიხილება, აწყობს ეს ვინმეს თუ არა - ეს ასეა", _ აცხადებს მურატ ჯიოევი.