გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ენგურის ხიდზე არსებული ხიდის რეკონსტრუქციას აფხაზურ მხარეს უთანხმებს. დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორს საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ენგურის ხიდის რეკონსტრუქციას შეეხო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სწორედ ეს ტემა განიხილებოდა გასული წლის ივნისში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერისა და კოორდინატორის შეხვედრის დროს.
მაკგოლდრიკმა აღნიშნა, რომ ხიდის აღდგენის პროექტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ბუნებრივი პირობების გამო შეჩერდა.
მან დაადასტურა, რომ ხიდის აღდგენის განზრახვა კვლავ ძალაშია და დაინტერესდა თუ როგორ უყურებს ამ პროექტს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა. კოორდინატორმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად ხიდის ზედაპირისათვის რემონტის გაკეთება იგეგმება.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დაადასტურა, რომ აფხაზური მხარე აუცილებლადაც კი მიიჩნევს მთელი ხიდის გარემონტებას და არა მისი ცალკეული ნაწილებისა.
"ასფალტს საერთაშორისო ორგანიზაციის დაუხმარებლად ჩვენ თვითონ დავაგებთ",_ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ ხიდი რომ ჩაინგრეს გადაადგილების პრობლემები შეექმნება ყველას მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს.
"შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ხიდის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები