გერმანული კომპანია "პფაიფერი" ოკუპირებულ აფხაზეთში სანატორიულ-საკურორტო კომპლექსისათვის კვების პროდუქციის საწარმოს გახსნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფირმის ხელმძღვანელი მანფრედ პფაიფერი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. ამ უკანასკნელმა კი პფაიფერს შეხვედრისას, აფხაზეთში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო მდომარეობის შესახებ მოუთხრო.
"პფაიფერმა განაცხადა, რომ მის გეგმებში შედის აფხაზეთში ფაბრიკის გახსნა, რომელიც ადგილობრივი სანატორიუმებისათვის, გამაჯანსაღებელი დაწესებულებებისა და სასტუმროებისათვის მაღალხარისხიანი საკვები პროდუქციის წარმოებით იქნება დაკავებული",_ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაცემებით, ეს კომპანია ახორციელებს ოპერაციებს ექსპორტ-იმპორტი აფხაზეთი-ევროკავშირი. კერძოდ, კომპანია რუსეთში "ევროპული საკვები ტექნოლოგიების" რეალიზაციას ახდენს.