16 თებერვალს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პრეზენტაცია გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სიების ფორმირებაზე და სიების მონიტორინგის პრინციპებზე ისაუბრებს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე კი სამოქალაქო რეესტრის მიერ ცესკოსთვის გადაცემული მონაცემთა ბაზის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას გამართავს.