დღეს, 16 თებერვალს, "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკრაინაში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, შაშიაშვილი კიევში 4 დღეს დაყოფს, რომლის ფარგლებშიც ის ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდება.
შეხვედრები არ იგეგმება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან მსგავსი შეხვედრის ჩატარებას შაშიაშვილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.