რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მდგომარეობა და ზოგადად ჟენევის პროცესის პერსპექტივები განიხილეს. ასევე ისაუბრეს მარტში დაგეგმილ მორიგ რაუნდზე.
"შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან და აღინიშნა, რომ მდგომარეობა მშვიდია.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე", _ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები