იულია ტიმოშენკოს ბლოკმა არჩევნების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასმართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ სასამართლოში სარჩელი იულია ტიმოშენკოს თანამებრძოლმა დეპუტატმა ვიტალი ბარვინენკომ მას შემდეგ შეიტანა, რაც უკრაინის ცესკომ ვიკტორ იანუკოვიჩი ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვებულად.