2009 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან პირველი ადგილი 130 მლნ აშშ დოლარით კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა.
"საქსტატის" ინფორმაციით, შემდეგ მოდის დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი, რამაც 116.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის სათავეში კი ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება 555.3 მლნ აშშ დოლარით, რასაც მოჰყვება მსუბუქი ავტომობილები 254.7 მლნ აშშ დოლარით და სამკურნალო საშუალებები 175.2 მლნ აშშ დოლარით.