საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად თურქეთი რჩება.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.014 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 15.7%-ით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამ კუთხით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან 2008 წელს არსებული 813.2 მლნ აშშ დოლარიდან 544.4 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა.
502.3 მლნ აშშ დოლარით მესამე ადგილზე იმყოფება უკრაინა. აღსანიშნავია, რომ შარშან სავაჭრო ბრუნვა უკრაინასთანაც შემცირებული იყო. 2008 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 791.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
შემდეგ ადგილებს ინაწილებენ გერმანია - 324.4 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი - 310.2 მლნ აშშ დოლარით, აშშ - 263.6 მლნ აშშ დოლარით, ბულგარეთი - 235.1 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი - 180.6 მლნ აშშ დოლარით, იტალია - 150.9 მლნ აშშ დოლარით და კანადა - 131.3 მლნ აშშ დოლარით.