მთავრობა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები~ კი - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ მთავრობის სახელით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა.
ბაქრაძის გადაწყვეტილებით, ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობად, "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში ცვლილებები სახელდება, რომლის თანახმად, ლიკვიდირებული უნდა იქნეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.
აღნიშნული ინიციტოვა მთავრობისგან პარლამენტში დღეს შევიდა. მიმიდინარე კვირას საკომიტეტო განხილვები გაიმართება და მომავალ კვირას უკვე სესიაზე გავა.