საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2008 წელთან შედარებით გასულ წელს 29,3 %-ით შემცირდა.
"საქსტატის" ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შარშან სულ 5.13 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ოდენობა 1.135 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 24.1%-ით, ხოლო იმპორტი 4.378 მლრდ აშშ დოლარით - 30.6%-ით ნაკლები იყო.
ამავე პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2008 წელს არსებული 4.56 მლრდ აშშ დოლარიდან 32.5%-ით შემცირდა და 3.243 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.