მოძრაობა "თეთრები" ხელისუფლებას პირველადი მოხმარების ნივთებსა და მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში ადანაშაულებს.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა გივი თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის კურსის ცვალებადობამ პირველადი მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე ფასების 10-12%-ით გაზრდა გამოიწვია.
"უამრავი კითხვა მაქვს ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა გამოიკვლიეს საქართველოში პრეპარატების იმპორტის ფასები და აღმოჩნდა, რომ წამლების ღირებულება 100-120% არის გაზრდილი. ეს არის კორუფცია და მასში ხელისუფლებაა გარეული", - განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, ის ქვეყანაში ფასების მარეგულირებელი მექანიზმის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.