თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი საარჩევნო სიებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
"როგორც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის განცხადებებიდან ირკვევა, ადგილი აქვს სერიოზულ პრობლემებს წინასაარჩევნო პერიოდში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე და ქვეყნისთვის სავალალო შედეგები გამოიწვიოს, როგორც შიდა დაპირისპირებისა, ასევე საგარეო იმიჯის საბოლოო განადგურების კუთხით", _ აცხადებს იგი.
ივანიშვილი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პარტიას, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევა-დანაშაულებებისა. იგი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველა აღნიშნულ განცხადებას დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გასცეს.
მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ გაცხადებული საკითხები, დაწყენული საარჩევნო სიებიდან, დამთავრებული სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა დაშინება-დატერორებით, არ არის საფუძველს მოკლებული და ამითი საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.
"გამოვთქვამ მზადყოფნას, ამ და სხვა საკითზებთან დაკავშირებით, ვითანამშრომლო როგორც ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - აცხადებს ივანიშვილი.