ხვალ, 16 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური დუბაიდან ოფიციალური ვიზიტით კუვეიტში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გილაური კუვეიტის ემირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სავაჭრო პალატის მეთაურსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში გილაური უკვე შეხვდა დუბაის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და წევრებს.
აგრეთვე შეხვედრები გაიმართა დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (DIFC) წარმომადგენლემთან.