"ქრისტიან-დემოკრატები~ ითხოვენ, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის საქმით პარლამენტი დაინტერესდეს. ეს მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენა.
თარგამაძემ ბიუროს მიმართა თხოვნით, დაავალოს სათანადო კომიტეტებს, დაინტერესდნენ კომახიძის განცხადებებში მოყვანილი ფაქტებით და მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამაცავი სტრუქტურების ქმედებებს.
თარგამაძის თქმით, სანამ ძალოვანი სტრუქტურები არ დაადასტურებენ კომახიძის ბრალდებების საპირისპიროს მასზე ზეწოლის შესახებ, პარლამენტმა კონტროლქვეშ უნდა აიყვანოს აღნიშნული საკითხი.
ადამაინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშნილის განმარტებით, მის კომიტეტს საქმეზე რეაგირების უფლება მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში აქვს, კომახიძის მხრიდან კი ასეთი მიმართვა არ ყოფილა.
დავით ბაქრაძე მზადყოფნას გამოთქვამს, კომახიძის დაინტერესების შემთხვევაში, პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შესწავლაში.