პარლამენტი 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს დაამტკიცებს, რომელიც არჩევნების პროცესს გაუწევს მონიტორინგს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული.
ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის იდეა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გაახმოვნა. როგორც მან დღეს აღნიშნა, უკვე არსებობს მზადყოფნა, რომ ჯგუფი შეიქმნას.
ბაქრაძის განცხადებით, ჯგუფის შემადგენლობა მომავალ სამშაბათს სესიაზე დამტკიცდება. თუმცა მანმადე, ჯგუფის ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე კვირას გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ინრეფრქაციული ჯგუფის შენიშვნებსა და წინადადებებს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაიზიარებს, რათა არჩევნების პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს და არჩევნებიც დარღვევების გარეშე ჩატარდეს.