საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ცენო ცენოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მარტში თბილისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ დაგეგმილი ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდება და საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს.