უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტად გამოაცხადა.
უკრაინის ცესკომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად დღეს გამოაქვეყნა.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 48.95 პროცენტი, მოქმედმა პრემიერმა იულია ტიმოშენკომ კი 45.5 პროცენტი მიიღო.
საარჩევნო კომისიამ იანუკოვიჩი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარა.
მიუხედავად ამისა, იულია ტიმოშენკო შედეგებს არაკანონიერად აცხადებს და მათ სასამართლოში აპროტესტებს.