ციხეებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს.
„ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღმოაჩინეს.
გიორგობიანის თქმით, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, 2006-2010 წლების პერიოდში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურა, შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა სპეციალურ სათავსოს - ე.წ. "პულტების ოთახს" მიაკვლიეს", - განაცხადა გიორგობიანმა.
მასალის გამოყენების პირობები