დღეს, 29 იანვარს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ქართულ მხარეს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი უხელმძღვანელებს.
მხარეები შექვედრაზე წინა შეხვედრის შემდეგ დაგროვილ საკითხებს განიხილავენ. ოსური მხარე ასევე მოითხოვს "ყველა ყველზე" პრინციპით დაკავებულების გაცვლას.
როგორც დავით სუჯაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, წინა შეხვედრებე მშვიდ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
"შეხვედრაზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული და ზოგადად შეხვედრა, მშვიდ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა", _ აცხადებს სუჯაშვილი.