ცხინვალის რეგიონს კვლავ რუსეთის ფედერაციიდან დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რაშიდ ბურგალიევი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სავარაუდოდ, ნურგალიევის უკვე მერამდენე ვიზიტი ოს ცხინვალში რუსეთის მიერ სეპარატისტებისათვის გამოყოფილი თანხებს ეხება.
თავად, სეპარატისტთა ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ვიზიტის მიზანი "სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან რესპუბლიკის აღდგენითი სამუშაოებისა და სხვა საკითხების მიმოხილვაა, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს".
მასალის გამოყენების პირობები