სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ყრილობაზე დამსწრე 32-მა დელეგატმა ზურაბ აბაშიძე აირჩია. აბაშიძე ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყრილობაზე ასევე დამტკიცდა ახალი აღმასკომი 11 კაცის შემადგენლობით, გენერალურ მდივნად რევაზ შავლაძე დამტკიცდა, ყოფილმა გენერალურმა მდივანმა - გელა ჩიხრაძემ კი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლა.
ყრილობის დელეგატებმა კენჭი უყარეს მწვრთნელთა საბჭოს შექმანასაც, რომლის თავმჯდომარედ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ნუგზარ კაპანაძე დაინიშა.
შეგახსენებთ, რომ ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაციას დაარსების 1991-წლიდან რამაზ გოგლიძე ხელმძღვანელობდა.