დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვს.
ეს მოთხოვნა ჯონდი ბაღათურიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა, დღეს კი პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, სიების გადამოწმების პროცესი 15 აპრილამდე მაინც გაგრძელდეს.
"ამომრჩევლების სიების გადამოწმება 15 მარტს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს შეუძლებელია, ვინაიდან, პოლიტიკურმა პარტიებმა ჩასწორებული სიები დაგვიანებით მიიღეს, რის გამოც სიების გადამოწმებას ვერ მოასწრებენ", - აცხადებს ბაღათურია.
ამასთან, მისივე მტკიცებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობს როგორც უმრავლესობასთან, ასევე ოპოზიციასთან და იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.