მეწარმეებს ცრუ მაკონტროლებლები ავიწროებენ. ამის შესახებ დღეს სურსათის უვნებლობის, ვეტერიმარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რის კონტექსტში აღნიშნული ორგანო მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციის წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის სამსახურის სახელით მეწარმეებს გარკვეულ ჯარიმებს უწესებენ და მათ გადახდას აიძულებენ.
"სახელმწიფოში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია მხოლოდ ჩვენ გვაქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ასოციაციებს ჯარიმის დაკისრების უფლება არ ეძლევათ. ამიტომაც, მეწარმეებს მოვუწოდებთ, ცრუ მაკონტროლებლებთან დაკავშირებით ფრთხილად იყვნენ და შესაბამის შემთხვევაში, მათ მაკონტროლებლებს სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვონ", - განაცხადეს სურსათის უვნებლობის სამსახურში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამსახურს რამდენიმე ცრუ მაკონტროლებლის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ, რომელსაც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაუგზავნიან.