დიმიტრი მედვედევი კიდევ ერთხელ ულოცავს ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და უახლოეს მომავალში რუსეთში ეპატიჟება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" კრემლის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
"მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და უახლოეს მომავალში კრემლში დაგპატიჟოთ, სადაც საშუალება გვექნება რუსეთ-უკრაინის მომავალ ურთიერთობებზე ვისაუბროთ", - ნათქვამია კრემლის პრეს-ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.Q