დღეს, 25 იანვარს, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმში ჩავლენ. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და სეპარატისტულიუ სეხლისუფლკების წარმომადგენლები მორიგი დისკუიების თემებს განიხილავენ.
აფხაზი სეპარატისტები კვლავ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლას ითხოვენ, რაც მოლაპარაკებების საექსპერტო ფორმატიდან დელეგაციების ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხზე მსჯელობისათვის სოხუმში და შემდეგ თბილისში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების წარმომადგენლობითი დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სწორედ ამ საკითხზე სამსჯელოდ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. ჩირიკბას განცხადებით, აუცილებელია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა. მისივე თქმით, ამას მოითხოვენ აფხაზური, ე.წ. სამხრეთ ოსური და რუსული მხარეები.
ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ უნდა გაერთიანდეს ორი სამუშაო ჯგუფი - უსაფრთხოების და ჰუმანიტარული და ექსპერტული დონიდან მოლაპარაკებები დელეგაციების დონეზე უნდა გადავიდეს.
მათივე ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებათა თავმჯდომარეების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ამ საკითხებზე სამსჯელოდ ჩამოსვლას გეგმავს შეხვედრებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს.