აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს გია ბარამიას უნდობლობას უცხადებენ და მის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ, - ამის შესახებ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აბესალომ მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია არ გადადგება, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ.
"აფხაზეთის ავტონომიური ლეგიტიმური მთავრობა არ გამოხატავს დევნილი მოსახლეობის ინტერესებს და წინააღმდეგობაშია საქართველოში არსებულ ახალ რეალობასთან. არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, წარმოადგენს ქვეყნის ყოფილი მმართველის რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთის შემსრულებელ დესტრუქციულ ჯგუფს, ხელს უშლის დევნილი მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესებში ჩართულობას", - აცხადებს მიქელაძე.