"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთხელ მაინც რომ გაეგონათ სამხრეთ ოსეთის ხმა ისინი "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" აპლოდისმენტებით არ შეხვდებოდნენ", _ აცხადებსოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას.
ჯიოევის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველად როდი გამოდიოდა სიტყვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მაგრამ ამჯერად სახელმწიფოს მეთაურისათვის ძალიან უჩვეულო ხარისხში - პრეზიდენტისა, რომელიც ოპოზიციაშია.
"მან თავის გამოსვლაში გვერი რა თქმა უნდა არ აუარა საკითხებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთთან აის დაკავშირებული. მან რუსეთი კვლავ დაადანაშაულა და სამხრეთ ოსეთს კვლავ "ოკუპირებული ქართული ტერიტორია" უწოდა.
არც მაშინ როდესაც ხელისუფლების პიკზე იმყოფებოდა და არც ახლა სააკაშვილი არ აღიარებს რელობას იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი, რუსეთი კი სამხრეთ ოსეთისათვის არა "ოკუპანტი" არამედ მეგობრული ქვეყანაა", _ განაცხადა ჯიოევმა და მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსი დეპუტატისათვის გაკეთებულ რჩევაზე გაამახვილა ყურადღება.
"რუს დეპუტატს სააკაშვილმა სათვალის გაკეთება ურჩია იმისათვის რათა საქართველოს ნამდვილი რუკა დაენახა, მაგრამ თავად ის, მიკროსკოპითაც ვერ იპოვის სამართლებრივ საფუძველს, გარდა საქართველოს პოსტსაბჭოთა ხელისუფლებისა და მათი მფარველების პოლიკური ნებისა, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ერთხელ მაინც რომ გაეგონათ სამხრეთ ოსეთის ხმა და მისი წარმომადგენლები დაეპატიჟებინათ, იმისათვის რათა სიტყვით გამოსულიყვნენ დეპუტატების წინაშე ისინი ნაკლებ აპლოდისმენტებს მიიღებდნენ როდესაც "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" შესახებ გაიგონებდნენ", _ ახადებს მურატ ჯიოევი.