ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ლოჭინის ხეობაში, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს შეხვდა.
დღეს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მათ კიდევ ერთხელ განუმარტა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლში შეტანილი ცვლილებები და ის შემთხვევები, როდესაც მეწარმეს სასაქონლო ზედნადების გამოწერა ევალება.
მინისტრმა მათ ასევე გააცნო ახალი ინიციატივები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მედიატორის ინსტიტუტის შემოღებასა და მეწარმეთა საინიციატივო ჯგუფების შექმნას ეხება. კახა ბაინდურაშვილმა მეწარმეებს აღნიშნულ ჯგუფებში გაერთიანება და საშუალო და მცირე ბიზნესის ინტერესების დასაცავად საკუთარი შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა შესთავაზა.