"ილია მეორე არც კი წარმოთქვამს სიტყვას სამხრეთ ოსეთი და ჩვენ "სამაჩაბლოს" გვიწოდებს",_ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სახრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს ახლანდელ ელიტაში მიდის ბრძოლა საგარეო ორიენტაციისათვის. ზიგიერთი ძალა თავისივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს საქართველოს რუსეთთან ურთიერთოებები შეარბილოს. სწორედ ამ ძალებს განეკუთვნება ან უბრალოდ თავს აჩვენებს რომ განეკუთვნება ილია მეორე. სამხრეთ ოსეთში საქართველოს ეკლესიის მეთაურს აღიქვამენ ისე, როგორც ის არის განწყოიბილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ. ილია მეორე არც კი წარმოთქვამს სიტყვას სამხრეთ ოსეთი და ჩვენ "სამაჩაბლოს" გვიწოდებს - ეს ტერმინი საქართველოში პოლიტიკურ მოხმარებაში გამსახურდიას დროიდან შემოიღეს ოსების კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფისათვის",_ აცხადებს ჯიოევი და აგრძელებს
"ილია მეორე ერთგულად ემსახურებოდა გამსახურდიასა და სააკაშვილის იდეებს, ყოველ შემთხვევაში გამსახურდიასას. აი რამდეიმე მაგალითაც: საქართველოს ეკლესიამ დალოცა და მონაწილეობდა ქართველების პირველი შემოსევა, რომელიც "მრგვალი მაგიდის" მიერ იყო ორგანიზებული გამსახურდიას თაოსნობით 1989 წლის 23 ნოემბერს.
1990 -იან წლებში, პრაქტიკულად მიდიოდა საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მთელი საქართველოდან იდევნებოდნენ და ნადგურდებოდნენ არაქართველები. ილია მეორემ იმ დროს საგანგებო განკარგულება გამოსცა - ქართველის ყველა მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) ბრალისა თუ უბრალოებისა გამოცხადდეს ქართველი ხალხის მტრად.
ილია მეორე ხშირად საუბრობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების "დაბრუნებაზე" ხოლო როდესაც იგი აკურთხებდა ახალ ქართულ დროშას 2004 წელს, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შემოიღო, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დროშა სოხუმსა და ცხინვალში იფრიალებს. ეს ხომ არ არის დალოცვა 2008 წელს სამხრეთ ოსეთში იერიშის დაწყებისა?
საქართველოს პატრიარქს არაერთგზის გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღი იყო და დარჩება კიდეც აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ეს არის ქრისტიანული სწავლება კაცთმოყვანეობის შესახებ? თუ ის ქრისტიანულ ფასეულებებზე ქართველებისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მსჯელობს?", - აცხადებს მურატ ჯიოევი.