დღეს, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, "ასტრა პარკში", "რომპეტროლის 2009 წლის სეზონის" დახურვის ცერემონია მოეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს ავტომრბოლელებს ავტოსპოერტის ვეტერანები, მთავრობის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მიულოცავენ.
"რომპეტროლის 2009 წლის სეზონის" გამარჯვებულ სპორტსმენებს დიპლომები, პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი "რომპეტროლ საქართველოა". კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლელებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალა-დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.
საავტომობილო სპორტის 2010 წლის სეზონის მხარდამჭერიც კვლავ "რომპეტროლ საქართველო" იქნება. შესაბამის მემორანდუმს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი და საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გალა-დაჯილდოების დროს გააფორმებენ.
"რომპეტროლის 2010 წლის სეზონი" 28 თებერვალს, კუს ტბაზე, აღმართის დაძლევით გაიხსნება.