ქუთაისში მუსიკოსი ავთანდილ ჩოგოვაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რესტორან "ქალაქურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩოგოვაძე ამავე რესტორანში მღეროდა.
თვითმხილველების განცხადებით, ჩოგოვაძეს სიმღერის დროს რესტორანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.
7-საათიანი გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ ჩოგოვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმის თქმით, მდგომარეობა უმძიმესი იყო, ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე აღარ იმყოფება, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
როგორც მუსიკოსის ახლობლები აცხადებენ, სუფრის წევრებსა და მუსკოსებს შორის შელაპარაკება მოხდა. დაჭრილი მუსიკოსის ავთანდილ ჩოგოვაძის მეუღლე გვანცა ადამია ამბობს, რომ სუფრის წევრები მუსიკოსების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და კომენტარებს ამბობდნენ, რის გამოც მუსკოსებმა რესტორნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.