"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა. შემდეგი პროცესი 8 მაისს 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია გამოიკითხა.
გრიგოლ ბესელიასთან ერთად, დღესვე უნდა დაეკითხათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი დგებუაძე, თუმცა მოსამართლემ პროცესი გადადო. დგებუაძე, სავარაუდოდ, შემდეგ სხდომაზე გამოიკითხება.